მთავარიახალი ამბებიიმერეთი

“ნაციონალური მოძრაობისა” და “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერები იმერეთში შეხვედრებს მართავენ

“ნაციონალური მოძრაობისა” და “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერები იმერეთში შეხვედრებს მართავენ

“გამარჯვების პლატფორმის” ფარგლებში “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, “ნაციონალური მოძრაობისა” და “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერები პარტიის იმერეთის რეგიონალურ წევრებს ხვდებიან.

მათი განცხადებით, ისინი რეგიონებში არსებულ პრობლემებს ეცნობიან და სექტემბრის აქტივობებისთვის ემზადებიან.

“გამარჯვების პლატფორმის ფარგლებში ვხვდებით, იმერეთის რეგიონალურ ლიდერებს და ვგეგმავთ სექტემბრის აქტივობებს. იცით, რომ უმძიმესი მდგომარეობაა ქვეყანაში, ეკონომიკურ-სოციალური პრობლემებით, ამიტომ აუცილებელია, გვქონდეს ყოველდღიური შეხვედრები მოსახლეობასთან, გავაკეთოთ პრობლემების ნუსხა, ჩვენ სექტემბერს უნდა შევხვდეთ მომზადებული, რადგან რუსი ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ყველა ლოჯისტიკური ცენტრი, მათ შორის ოფისები, გვქონდეს გახსნილი”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

დღესვე იმერეთის რეგიონალური საბჭო დაფუძნდა, რომლის ხელმძღვანელად თემურ ცამციშვილი აირჩიეს.

კომენტარები