მთავარიახალი ამბებიიმერეთი

“შეიძლება თვითონ გადაიცვეს, თავის ხალხს უშვებენ, რომ მეტად აწიონ თემა”

“შეიძლება თვითონ გადაიცვეს, თავის ხალხს უშვებენ, რომ მეტად აწიონ თემა”

“ქართული ოცნების” ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ბეჟან წაქაძე აცხადებს, რომ რუსული კანონის მოწინააღმდეგე აქციის მონაწილეების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების შესახებ არაფერი იცის, არ უნახავ, მაგრამ დარწმუნებულია, რომ ეს აქციის მონაწილეების “ხელმძღვანელების” მიერ იქნებოდა გაკეთებული.

“არ ვიცი ეგ თემა, არ მინახავს, რომ არ მოგატყუოთ, მაგრამ იქ რაც იყო გუშინ, როგორც ვიცი პოლიცია არ მისულა, იმიტომ, რომ პოლიციის დანახვაზე ეს ადამიანები გიჟდებიან და უფრო აგრესიულები ხდებიან.

მე რა ვიცი ახლა, ნიღბიანი, შეიძლება თვითონ გადაიცვეს, დარწმუნებული ვარ, მაგათი გაკეთებულია რა, თვითონ, რა თქმა უნდა, მაგენი ცდილობენ რას, აქციის მონაწილეების ხელმძღვანელობა ცდილობს იმას, რომ რაც შეიძლება მეტად დაძაბოს. თავის ხალხს უშვებენ, რომ მეტად აწიონ თემა”, – აცხადებს წაქაძე.

კომენტარები