მთავარიახალი ამბებისლაიდი

“ნუ გვიწამლავთ შვილებს”, – ქუთაისში, “ავანგარდისა” და “პასილოკის” მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

“ნუ გვიწამლავთ შვილებს”, – ქუთაისში, “ავანგარდისა” და “პასილოკის” მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

ქუთაისში, “ავანგარდისა” და “პასელოკის” დასახლებაში მცხოვრებლები დახმარებას ითხოვებენ.

ადგილობრივების ინფორმაციით, ქართულ-ინდური მეტალურგიული საწარმო “ამბიკონ სტილსი” ღამის საათებში დარღვევებით მუშაობს და ქარხნის გამონაბოლქვი მოსახლეობას წამლავს.

“მოგვეცით სუნთქვის უფლება”, – ამ მოთხოვნით ქუთაისში აქცია დაიგეგმა. აქციის მონაწილეები მეტალურგიული ქარხნის მუშაობას გააპროტესტებენ.

“ვისთვისაც საკუთარი და შვილების ჯანმრთელობა სულერთი არ არის, გამოდით კვირას, 24 ივლისს, 14:00 საათზე მეტალურგიული ქარხნის შესახვევთან (ავანგარდი/პასელოკის ბოლოს, ლიანდაგთან). ერთად ვაიძულოთ მახრჩობელა ქარხანას დააყენონ ფილტრები და მოაწესრიგონ სავენტილაციო სისტემა”, – ამბობს მოსახლეობა.

კომენტარები