მთავარიახალი ამბებისლაიდი

“ოკუპანტები თვითონ არიან” – გიორგი ძაგნიძე, რომელმაც ქუთაისში რუსული დროშა აღმართა, სასამართლოში ჩივილს აპირებს

“ოკუპანტები თვითონ არიან” – გიორგი ძაგნიძე, რომელმაც ქუთაისში რუსული დროშა აღმართა, სასამართლოში ჩივილს აპირებს

პირი, რომელმაც ქუთაისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში რუსეთის დროშა აღმართა, 40 წლის გიორგი ძაგნიძეა, რომელიც დაკისრებული 500-ლარიანი ჯარიმის გადახდას არ აპირებს.

ძაგნიძის ოჯახი აცხადებს, რომ მომხდარის გამო ისინი თავად დაზარალდნენ და აპირებენ, სასამართლოში იჩივლონ.

“ოკუპანტები თვითონ არიან ისინი, რა მოხდა ვერ გავიგე, არ არის რუსეთი ოკუპანტი, ისინიც ჩვენნაირი ადამიანები არიან. ცუდი არაფერი გაუკეთებია, თუ შევრიგდებით და ერთად ვიქნებით, ამაზე უკეთესი რა არის.არა, მე ვარ კარგი და თქვენ ხართ ცუდი? ომის დროს აქ არი იყო ეს ხალხი? მაშინ გეთქვათ ეგენი ოკუპანტები არიანო და ჩვენ შეგვძულდებოდა. რაც ქართველმა დამიშავა, ის უნამუსო ხალხი ილანძღება, მაშინ ყველა გლახა ყოფილა ხო? დროშის გულისთვის ამდენი ამბავი, შენი დედა, შენი მამა, ესაა ქართველები”, – აცხადებს ძაგნიძის დედა.

ქუთაისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში ოკუპანტის დროშის აღმართვისთვის გაგნიძე 500 ლარით დააჯარიმეს, 8 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის მე-14 წლისთავზე სტიკერების “რუსეთი ოკუპანტია” გაკვრისთვის აქტივისტები 1000-1000 ლარით.

კომენტარები