მთავარიახალი ამბებისლაიდი

“ომიკრონის“ შემთხვევები იმატებს – რა სიმპტომები ახასიათებს, რამდენ ხანში ვლინდება და როგორ გავარჩიოთ გაციებისგან

“ომიკრონის“ შემთხვევები იმატებს – რა სიმპტომები ახასიათებს, რამდენ ხანში ვლინდება და როგორ გავარჩიოთ გაციებისგან

საქართველოში „ომიკრონის“ შტამის კიდევ 19 შემთხვევა დადასტურდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, დღეის მდგომარეობით ქვეყანაში ჯამში „ომიკრონის“ 48 შემთხვევაა დაფიქსირებული.

“ომიკრონის” მიმდინარეობა არის მსუბუქი, წააგავს გაციებას – ეს არის ყელის ტკივილი, ხველა, დაბალი ტემპერატურა, კუნთებისა და სახსრების ტკივილი მსუბუქად გამოხატული. შესაძლებელია იყოს ამ დროს ოფლიანობაც და ხანგრძლივობა აქვს ძალიან მოკლე – 3-4 დღის განმავლობაში, ეს სიმპტომები მთავრდება. კიდევ, მას ძალიან მოკლე ინკუბაციური პერიოდი აქვს, ეს არის ადამიანის კონტაქტიდან, დაავადების ნიშნების გამოვლენამდე, თუ პირველი ვარიანტის დროს 14 დღემდე ვთვლიდით ინკუბაციურ პერიოდს, ამ შემთხვევაში, ეს პერიოდი 3-5 დღეა. კონტაქტის შემდეგ, ძალიან სწრაფად ხდება ადამიანი ავად, მაგრამ მისი მიმდინარეობა დელტა ვარიანტისგან განსხვავებით, მსუბუქია.

ძირითადად სამხრეთ აფრიკაში, “ომიკრონით” ინფიცირებულები 29-დან 30 წლამდე იყვნენ, თუმცა როგორ მოიქცევა ეს შტამი ხანშიშესულებში, ჯერჯერობით დაზუსტებას საჭიროებს”, – აცხადებს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე.

საქართველოში „ომიკრონ“ შტამით ინფიცირების შემთხვევები პირველად 20 დეკემბერს გამოვლინდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ „ომიკრონის“ გავრცელების შემდეგ, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი 20-25 ათასამდე გაიზარდოს.

კომენტარები