მთავარიახალი ამბებისლაიდი

ოპოზიცია “ოცნების” იმ საჯარო მოხელეების ვინაობას ასაჯაროებს, რომლებიც “გაბრაზებული” მოქალაქეების როლს ასრულებდნენ

ოპოზიცია “ოცნების” იმ საჯარო მოხელეების ვინაობას ასაჯაროებს, რომლებიც “გაბრაზებული” მოქალაქეების როლს ასრულებდნენ

ქუთაისში, “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა იმ საჯარო მოხელეების ვინაობა დაადგინეს, რომლებმაც გუშინ, ნიკეას დასახლებაში ევროინტეგრაციის მხარდამჭერი ფლაიერების მოქალაქეებისთვის დარიგების დროს ოპოზიციისთვის ხელის შეშლა სცადეს.

ქუთაისის საკრებულოში ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის გიგა შუშანიას თქმით, მოქალაქეები უნდა იცნობდნენ ხალხის ფულით დაქირავებულ “ოცნების” ზონდერებს.

“ქუთაისში უკვე რამდენიმე დღეა, ვარიგებთ ბუკლეტებს “ევროპა ჩვენი არჩევანია” და მოქალაქეებს ვეუბნებით რატომ არის აუცილებლი და მნიშვნელოვანი ჩვენი ევროპულ ოჯახში შესვლა. ქალაქის მერის ორგანიზებით, ნიკეაზე დაგვხვდა 40-მდე ადამიანი, საჯარო მოხელეები, რომლებიც ასრულებდნენ “გაბრაზებული” ნიკეელების როლს, მათ კი ხელმძღვანელობდა ნინო ტყეშელაშვილი, რომელიც არის ნიკეაზე მერის წარმომადგენელი.

ამ როლს ასევე თამაშობდა ბატონი დავით ბუხრაშვილი, რომელიც არის ზედამხედველობის აიპის თანამშრომელი. ასევე თენგიზ ფხაკაძე, რომელიც არის ნიკეას ადმინისტრაციული ერთეულის თანამშრომელი. ზურაბ სარალიძე, რომელიც არის კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომელი. ასევე ნიკა დვალი და ლაშა ხინგავა, რომლებიც არიან სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლები”, – განაცხადა გიგა შუშანიამ.

კომენტარები