მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

პოეტი გაგა გოგრიჭიანი, იმერეთის გუბერნატორი, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე… – საზოგადოება “ბაღისკიდის” ახალი წევრები

პოეტი გაგა გოგრიჭიანი, იმერეთის გუბერნატორი, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე… – საზოგადოება “ბაღისკიდის” ახალი წევრები

ქუთაისში საზოგადოება “ბაღისკიდეს” ახალი ოფისი  თვითმმართველობის კუთვნილ ფართში გადაეცა.

ოფისის საზეიმოდ გახსნის შემდეგ “ბაღისკიდის” ახალი წევრები დაასახელეს.

დღეიდან  საზოგადოება “ბაღისკიდელის” სტატუსს ატარებს იმერეთის გუბერნატორი  ზვიად შალამბერიძე, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია, პოეტი გაგა გოგრიჭიანი  და ა.შ. ჯამში საზოგადოება “ბაღისკიდეს” ახალი 16 წევრი ჰყავს:

სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში – ზვიად შალამბერიძე.

ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე – ირაკლი შენგელია.

მეექვსე მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე, ბიზნესმენი – ნიკოლოზ ლატარია.

ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი – გიორგი თავაძე.

მსახიობი – ავთანდილ სახამბერიძე.

პოეტი, ააიპ ქუთაისის სახელოვნებო დაწესებულებათა გაერთიანების მმართველის მოადგილე — ელისო ქაროსანიძე.

ექიმი, საპატიო ქუთაისელი – კუსა ნოდია.

ტელერადიოკომპანია “რიონის” გენერალური დირექტორი – თამარ ღვინიანიძე.

პოეტი – გაგა გოგრიჭიანი.

სამედიცინო-სადისტრიბუციო კომპანია შპს “ევრაზიამედის” დირექტორი – ავთანდილ აბულაძე.

თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების, დასავლეთის რეგიონული ცენტრის პიარისა და მარკეტინგის სამსახურის უფროსი – ეკა მამისეიშვილი.

დასავლეთ საქართველოს ნეირორეაბილიტაციის ცენტრის დირექტორი – ზაზა პატარიძე.

შპს ბომონდის ექიმი, მეან გინეკოლოგი – დავით ტაბიძე.

დეკანოზი – თეოდორე კვერნაძე.

მამა არსენ ხეცურიანი.

ექიმი, პროფესორი, ალერგოლოგიის, ასთმის და კლინიკური იმუნოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი – მანანა ჩიხლაძე.

კომენტარები