მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

რამდენიმე დღეა, ჭიათურაში 72 წლის ქალს ეძებენ

რამდენიმე დღეა, ჭიათურაში 72 წლის ქალს ეძებენ

ოჯახი ჭიათურაში 72 წლის ქალს ეძებს. ოჯახის ინფორმაციით, ლენა ქურციკიძის კვალი რამდენიმე დღეა, არ ჩანს.

“ჭიათურაში დაიკარგა 72 წლის ქალბატონი ლენა ქურციკიძე. აქვს მეხსიერების პრობლემა. სავარაუდოდ, სახლიდან 29 მაისს გავიდა და აღარ დაბრუნებულა. ძებნის მიუხედავად არ ჩანს არანაირი კვალი.

გთხოვთ ყურადღებით დააკვირდეთ ფოტოებს და თუ ფლობთ რაიმე ინფორმაციას ან შეგიმჩნევიათ სადმე დაუკავშირდეთ ოჯახს ნომრებზე: 598 779 999, 551 557 558”, – წერს ოჯახი.

კომენტარები