მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“რამდენიმე თვეა, განადგურებული ნახატი ვერ აღადგინდეს” – ქუთაისში, ცისფერყანწელების ქუჩაზე კედლის მხატვრობა ისევ გადაღებილია

“რამდენიმე თვეა, განადგურებული ნახატი ვერ აღადგინდეს” – ქუთაისში, ცისფერყანწელების ქუჩაზე კედლის მხატვრობა ისევ გადაღებილია

ქუთაისში, ცისფერყანწელების ქუჩაზე არსებული კედლის მხატვრობა ისევ შავი წარწერებით გადაღებილია.

შემთხვევა 6 თვის წინ წინ მოხდა.

ადგილობრივების თქმით, ტურისტების მთავარი გადაადგილების ადგილი შავი წარწერებით არის დასვრილი.

“რამდენიმე თვეა, შავი საღებავით დასვრილი და განადგურებული ნახატი ვერ აღადგინდეს. როგორ შეიძლება ამათმა რაიმე სერიოზული პროექტი განახორციელონ. ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც ხალხი კომფორტსა და ხელფასებში ფულს ვუხდით  იმაში, რომ არაფერი აკეთონ?!”- აცხადებს ადგილობრივი.

ქუთაისში კედლის მხატვრობა შავი წარწერებით  21 იანვარს დასვარეს. მომხდარიდან რამდენიმე დღეში, მერიამ განაცხადა, რომ ვანდალიზმი უცხო ქვეყნის ორმა მოქალაქემ ჩაიდინა.

როდის მოხდება ვანდალიზმის გამოსწორება ეს უცნობია.

კომენტარები