მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“რაჭაში მომხდარ მიწისძვრას ნგრევა ან რაიმე სახის დაზიანება არ გამოუწვევია”

“რაჭაში მომხდარ მიწისძვრას ნგრევა ან რაიმე სახის დაზიანება არ გამოუწვევია”

ონის მერის სერგო ხიდეშელის განცხადებით, რაჭაში მომხდარ მიწისძვრას ნგრევა ან რაიმე სახის დაზიანება არ მოჰყოლია.

როგორც ქალაქის მერმა “ინფო იმერეთს” განუცხადა, მისი ინფორმაციით, ასევე შეტყობინება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურშიც არ  შესულა.

“მიწისძვრის ეპიცენტრი ონის მუნიციპალიტეტი იყო, თუმცა საბედნიეროდ, მიწისქვეშა ბიძგებს არც ნგრევა და არც რაიმე სახის დაზიანება არ გამოუწვევია. ასევე ჩემი ინფორმაციით, დახმარების შესახებ შეტყობინება არ შესულა არც  112-ში”, – განაცხადა “ინფო იმერეთთან” საუბრისას ონის მერმა სერგი ხიდეშელმა.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს, თბილისის დროით 17:44 საათზე, 4.8 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა ონთან დაფიქსირდა,  მეორე მიწისძვრა ონთან კი მაგნიტუდით 4.0 (ML), თბილისის დროით 17:50 საათზე მოხდა.

მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა იმერეთშიც.

კომენტარები