მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

რაჭაში, ტრაგედიის ადგილზე ეკლესია აშენდება და მემორიალი დაიდგმება

რაჭაში, ტრაგედიის ადგილზე ეკლესია აშენდება და მემორიალი დაიდგმება

კურორტ შოვში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად ეკლესია აშენდება და  მემორიალი დაიდგმება.

ადგილმდებარეობად ე.წ. “რკინის წყლის“ მიმდებარე ტერიტორია შეირჩა, სადაც უსაფრთხოების გარანტიების დაცვით შესაბამისი სამშენებლო სამუშაოები განხორციელდება.

“შეგახსენებთ, რომ მემორიალის აღმართვასთან დაკავშირებით გამოცხადებულია კონკურსი, რომლის ამოცანაა, საზოგადოებრივი და პროფესიული ინტერესების გათვალისწინებით, ღია შეჯიბრების პრინციპზე დაყრდნობით, მემორიალის საუკეთესო ესკიზური ნამუშევრისა და მის განსახორციელებლად ოპტიმალური სახარჯთაღრიცხვო წინადადების გამოვლენა.

საკონკურსო წინადადებების წარდგენის ბოლო ვადაა 31 მაისი, შემდეგ მისამართზე – ქალაქი ონი, დ. აღმაშენებლის ქ. №40. ან ელექტრონულ მისამართზე – [email protected]” – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები