მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“რა ხდება ვინმე გვეტყვის?! ქუთაისში ყველგან ნაგვის ურნებია გადავსებული”

“რა ხდება ვინმე გვეტყვის?! ქუთაისში ყველგან ნაგვის ურნებია გადავსებული”

ქუთაისში, მცხოვრებლები ქალაქის ქუჩებში გადავსებულ ნაგვის ურნებს აპროტესტებენ.

მოსახლეობის თქმით, ჰაერის მაღალი ტემპერატურის ფონზე, ქუჩებში არსებული ნარჩენები ქალაქში ანტისანიტარიას ქმნის.

გელათის ქუჩაზე  გადავსებულ ნაგვის ურნებთან მიუსაფარი ძაღლები და მღრღნელები მიდიან, რაც მოსახლეობას დისკომფორტს უქმნის.

“რა ხდება ვინმე გვეტყვის?! ქუთაისში, სადაც გავიხედე ყველგან ნაგვის ურნები გადავსებულია, იწვება ყველაფერი და ღამითაც ვერ ვაღებ ფანჯრებს, მწყერებივით ბუზები და კოღოები შემოდიან სახლში, მღრღნელებზე რომ არაფერი ვთქვა”, – აცხადებს  მარიამ მაისურაძე.

კომენტარები