მთავარიახალი ამბებისლაიდი

რა ხდება ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩაზე, სადაც რამდენიმე კვირაა საავტომობილო გზა ჩაკეტილია

რა ხდება ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩაზე, სადაც რამდენიმე კვირაა საავტომობილო გზა ჩაკეტილია

ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩაზე საავტომიბილო გზის ნაწილი მოაასფალტეს.

აღნიშნულ ქუჩაზე სამუშაოები თვეების წინ დაიწყო, რამდენიმე დღის წინ კი საავტომობილო გზის გადაკეტვაც გახდა საჭირო.

აღნიშნულ ქუჩაზე კომერციული ობიექტებია განლაგებული და ასევე პერიმეტრზე ვაჭრობენ თვითდასაქმებულები, რომლებიც აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ გაჭიანურებული სამუშაოების გამო ისინი შიმშილისთვის გაიმეტა.

ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩის სრული რეაბილიტაციის გამო ყველა ტიპის ტრანსპორტის გადაადგილება 10 აგვისტოდან დროებით შეწყდა.

შესაბამისად, საავტომობილო ნაკადის რეგულირების მიზნით, რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივი გახდა რუსთაველის ხიდიდან დავით აღმაშენებლის მოედნამდე.

რაც შეეხება ავტობუსების გაჩერებებს, ის დროებით ორ ლოკაციაზე განთავსდა: ერთი – მოედანზე, კოლონადის წინ, ხოლო მეორე-რუსთაველის ხიდის მიმდებარედ, გაფრინდაშვილის ქუჩის ასახვევთან.

კომენტარები