მთავარიახალი ამბებისლაიდი

რიკოთის გვირაბში ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა – გვირაბი ამ დროისთვის დაკეტილია

რიკოთის გვირაბში ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა – გვირაბი ამ დროისთვის დაკეტილია

რიკოთის გვირაბში ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა, რის გამოც მოძრაობა ამ დროისთვის შეზღუდულია.

ინფორმაციას “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე სოციალური ქსელის მომხმარებელი გიორგი აბესაძე ავრცელებს.

“რიკოთის გვირაბი დაკეტილია, მანქანას ცეცხლი გაუჩნდა და მოძრაობა შესაძლებელია შემოვლითი გზით”, – წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.

ჯერჯერობით უცნობია, დაშავდა თუ არა ვინმე მომხდარის შედეგად.

კომენტარები