მთავარიახალი ამბებისლაიდი

როგორი იქნება ქუთაისში “გვირილობა” – დღის წესრიგი ცნობილია

როგორი იქნება ქუთაისში “გვირილობა” – დღის წესრიგი ცნობილია

2 მაისს ქუთაისში ტრადიციული სახალხო დღესასწაული – „გვირილობა“, იგივე ორმაისობა აღინიშნება.

ამ დღესთან დაკავშირებით ქალაქში დაგეგმილია სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიება.

სახალხო დღესასწაულის აღნიშვნა ბაგრატის ტაძარში საზეიმო წირვით დაიწყება და გალა-კონცერტით დასრულდება.

„გვირილობა“ მე-20 საუკუნის 20-იან წლებში დამკვიდრებული საქველმოქმედო ღონისძიებაა, რომელიც გიმნაზიელი გოგონას ალექსანდრა ჩიქოვანის ინიციატივას და საქველმოქმედო აქციას უკავშირდება. გოგონები გვირილებს კრეფდნენ, ყიდდნენ და შეგროვილი თანხით ტუბერკულოზით დაავადებულ ადამიანებს ეხმარებოდნენ. მომდევნო წლებში „გვირილობას“ ტრადიციის სახე მიეცა და ქალაქის დღესასწაულად იქცა.

იმერეთის ახალი ამბების სააგენტო “ინფო იმერეთი” გთავაზობთ 2 მაისის დღის წესრიგს.

 

კომენტარები