მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“როდემდე ვუყუროთ დალეწილ ხიდს?!” – ქუთაისში, თეთრ ხიდზე გატეხილი პანორამული მინა ვერ შეცვალეს

“როდემდე ვუყუროთ დალეწილ ხიდს?!” – ქუთაისში, თეთრ ხიდზე გატეხილი პანორამული მინა ვერ შეცვალეს

ქუთაისის ისტორიულ “თეთრ ხიდზე”, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, პანორამული მინა ორ კვირაზე მეტია, დაზიანებულია და ამ დრომდე შეცვლილი არ არის.

ხიდზე, რომელიც ტურისტების ერთ-ერთი მთავარი სანახაობაა, დაზიანებული მინები რკინის ბარიკადებით არის შემოსაზღვრული.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ რამდენიმე წლის წინ რეაბილიტირებულმა ხიდმა ვერ გაამართლა.

“თეთრი ხიდის“ რეკონსტრუქცია 2018 წელს განხორციელდა. ქუთაისის მერიამ ხიდი ისე გახსნა, რომ სამუშაოები ბოლომდე დასრულებული არ იყო. ხარვეზებმა თავი მალევე იჩინა, რის გამოც მერიას დღემდე ხშირად აკრიტიკებენ. სამუშაოების შემსრულებელ კომპანია “ალმა რუსს“ მერიამ ხელშეკრულება შეუწყვიტა და დააჯარიმა.

კომენტარები