მთავარიახალი ამბებისლაიდი

როდის აღდგება ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ცნობილია

როდის აღდგება ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ცნობილია

ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩის რეაბილიტაციის ძირითადი სამუშაოები დასრულდა.

ფალიაშვილის ქუჩაზე მოძრაობა ყველა ტიპის სატრანსპორტო საშუალებისთვის 10 სექტემბრიდან აღდგება და საზოგადოებრივი ტრანსპორტი კვლავ დადგენილი განრიგით იმოძრავებს რეაბილიტირებულ ქუჩაზე.

ავტობუსები და მიკროავტობუსები გავლენ წითელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიიდან.

რუსთაველის გამზირზე, ტურიზმის ცენტრიდან მერიამდე მონაკვეთზე, ისევ აღდგება ცალმხრივი მოძრაობა.

ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩის სრული რეაბილიტაციის გამო ყველა ტიპის ტრანსპორტის გადაადგილება 10 აგვისტოდან დროებით შეწყდა.

შესაბამისად, საავტომობილო ნაკადის რეგულირების მიზნით, რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივი გახდა რუსთაველის ხიდიდან დავით აღმაშენებლის მოედნამდე.

კომენტარები