მთავარიახალი ამბებისლაიდი

რუსულ აგრესიას უკრაინაში დღემდე 223 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა

რუსულ აგრესიას უკრაინაში დღემდე 223 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა

უკრაინის გენერალური პროკურატურის მონაცემებით, რუსულ აგრესიას დღემდე 223 უკრაინელი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა 410.

“7 მაისის მონაცემებით, რუსეთის შეიარაღებული აგრესიის შედეგად უკრაინაში სულ 223 ბავშვი დაიღუპა, 410 კი დაშავდა. ეს რიცხვები საბოლოო არაა. მიმდინარეობს სამუშაოები დროებით ოკუპირებულ და უკვე გათავისუფლებულ ტერიტორიებზე ამ სტატისტიკის დაზუსტების კუთხით“, – აცხადებენ უკრაინის გენპროკურატურაში.

ბავშვები ყველაზე მეტად დაზარალდნენ დონეცკის ოლქში – 139, კიევში – 116, ხარკოვში – 98, ჩერნიგოვში – 68, ხერსონში – 46, მიკოლაევში – 44, ლუგანსკში – 37, ზაპოროჟიეში – 27, სუმში – 17, კიევში – 16 – ჟიტომირში – 15.

რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის ქალაქებისა და სოფლების ყოველდღიური დაბომბვების შედეგად დაზიანდა 1635 სასწავლო დაწესებულება, მათგან 126 მთლიანად განადგურდა.

 

კომენტარები