მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ჰერაკლიონის პროკურატურამ 42 წლის მამაკაცის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

ირკვევა, რომ მამაკაცი ჰერაკლიონის ცენტრალური საპორტო ადმინისტრაციის თანამშრომლებმა დააკავეს, როდესაც მან  პორტში შემოსული გემიდან 60 გრამზე მეტი ჰაშიშის შემცველი შეფუთვა მიიღო.

ბერძნული მედიის ინფორმაციით, დაკავებული ამბობს, რომ პაკეტი ნაცნობის სახელით მიიღო და მისთვის ცნობილი იყო, რომ შეფუთვაში საკვები უნდა ყოფილიყო.

კომენტარები