სამტრედიაში სამი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
პირველი ავარიის შედეგად, რომელიც სოფელ საჯავახოს ტერიტორიაზე მოხდა, ექვსმა ადამიანმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.
მეორე ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ ოფეთში დაფიქსირდა, შედეგად დაშავდა ორი ადამიანი.
კიდევ ერთი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად კი მოპედის მძღოლი მსუბუქად დაშავდა.
სამედიცინო ბრიგადებმა დაშავებულები “ჯეო ჰოსპიტლის” სამტრედიის სამედიცინო ცენტრში სხვადასხვა დროს შეიყვანეს, სადაც მათ პირველადი დახმარებები გაეწიათ. პაციენტები შედარებით მძიმე დაზიანებებით, ქუთაისში გადაიყვანეს.
gurianews
კომენტარები