მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“საოცრად მამაცი იყო ჩემი შვილი” – უკრაინაში დაღუპული მიხეილ თევდორაძე ფარცხანაყანევის მკვიდრია

“საოცრად მამაცი იყო ჩემი შვილი” – უკრაინაში დაღუპული მიხეილ თევდორაძე ფარცხანაყანევის მკვიდრია

უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევში მცხოვრებია.

მიხეილ თევდორაძე უკრაინაში თითქმის ერთი წელი იბრძოდა, თავდაპირველად კი ოჯახის ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა.

ქართველ გმირს, თანასოფლელები და მეგობრები მამაც პიროვნებად ასახელებენ და ამბობენ, რომ ომში ბრძოლისას კი მიიჩნევდა, რომ ჩვენი ქვეყნის ბედსაც წყვეტდა.

“ასე ამბობდა ერთი სიცოცხლე მაქვს და იმასაც ჩემს ქვეყნას და მშვიდობას შევწირავო. საოცრად მამაცი იყო ჩემი შვილი. როცა წავიდა ორი თვე არ მიმხელდა, მეუბნებოდა დედა გერმანიაში ვარო, თურმე ომში იყო. გმირი შვილი გავზარდე”, – აცხადებს დაღუპული მებრძოლის დედა.

უკრაინაში პუტინის ომს ამ დრომდე 36 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა, 7 დაღუპული ამ დრომდე ჩამოსვენებული არ არის.

კომენტარები