საპატრიარქომ დეკანოზ სპირიდონ ცქიფურიშვილს ყველანაირი მღვდელმსახურების უფლება აღუდგინა, – გადაწყვეტილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდალურმა კომისიამ მიიღო.
სასულიერო პირს მღვდელმსახურება რამდენიმე თვის წინ იმ მიზეზით ჩამოერთვა, რომ მან ერთ-ერთ ვიდეომიმართვაში სასულიერო პირების შეურაცხმყოფელი განცხადებები გააკეთა.
საპატრიარქოში გამართულ ეკლესიის სინოდალური კომისიის სხდომის ოქმში აღნიშნულია, რომ დეკანოზ სპირიდონ ცქიფურიშვილმა კომისიის წევრების მიმართ შენდობა ითხოვა. სასულიერო პირის სინანულის საფუძველზე კი კომისიის წევრებმა ტყიბულისა და თერჯოლის მიტროპოლიტს მეუფე გიორგის მიმართეს, რომ დეკანოზს მღვდელმსახურება აღუდგეს.
დეკანოზი ანტიევროპული და ანტიდასავლური განცხადებებით გამოირჩევა. სპირიდონ ცქიფურიშვილმა ევროკავშირის დროშა ძალადობრივი „ალტინფოს” კამპანიის ფარგლებში დაწვა.
დეკანოზი 2021 წლის 5 ივლისს მოქალაქეებს ძალადობისკენ მოუწოდებდა. “ვალდებული ხართ, იძალადოთ!”, – ამბობდა ის.
კომენტარები