მთავარიახალი ამბებისლაიდი

“სასწრაფო აქ ვერ შემოდის, ტრანსპორტმა მოძრაობაზე უარი თქვა, გვსჯიან იმიტომ, რომ ოპოზიციურად ვართ განწყობილი”

“სასწრაფო აქ ვერ შემოდის, ტრანსპორტმა მოძრაობაზე უარი თქვა, გვსჯიან იმიტომ, რომ ოპოზიციურად ვართ განწყობილი”

პროტესტი ვანის მუნიციპალიტეტში – სოფელ ზეინდარში მოსახლეობა ქუჩაში მძიმე ინფრასტრუქტურული მდგომარეობის გამო გამოვიდა.

ადგილობრივების თქმით, ავარიული გზის გამო, უჭირთ გადაადგილება, ხელისუფლება კი პრობლემებზე არ რეაგირებს.

მოსახლეობის თქმით, ამორტიზირებული გზის გამო სოფელში გადაადგილებაზე უარი თქვა ტრანსპორტმაც, რის გამოც ადგილობრივები გარე სამყაროს არიან მოწყვეტილი.

“სასწრაფო აქ ვერ შემოდის, ტრანსპორტმა მოძრაობაზე უარი თქვა, ჩვენ ხალხი არ ვართ? ჩვენ არსებობა არ გვინდა? გვსჯიან იმიტომ, რომ ოპოზიციურად ვართ განწყობილი”, – აცხადებს სოფლის მოსახლეობა.

კომენტარები