მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

საფრანგეთში მყოფმა ქართველმა ემიგრანტებმა მალხაზ კვიჟინაძის ხსოვნას პატივი მიაგეს

საფრანგეთში მყოფმა ქართველმა ემიგრანტებმა მალხაზ კვიჟინაძის ხსოვნას პატივი მიაგეს

საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში ქართველებმა უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის მალხაზ კვიჟინაძის ხსოვნას პატივი მიაგეს.

საფრანგეთში მყოფმა ქართველმა ემიგრანტებმა უკრაინის დროშით ხელში, ქართველი გმირი გაიხსენეს, რომელმაც გარკვეული პერიოდი სტრასბურგში გაატარა.

უკრაინაში გმირულად დაღუპული მალხაზ კვიჟინაძე ქუთაისში, სამოქალაქო სასაფლაოზე სამხედრო პატივით დღეს დაკრძალეს. ის  ლუგანსკის ოლქში დაიღუპა.

უკრაინაში რუსეთის აგრესიას ჯამში 47 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.

კომენტარები