საქართველოში ძველით ახალ წელს აღნიშნავენ.
ძველით ახალ წელს მსოფლიოს 10 ქვეყანაში აღნიშნავენ, მათ შორისაა უკრაინა, ბელარუსი, სომხეთი, ყაზახეთი, რუსეთი, შვეიცარია, საბერძნეთი და სხვ. 14 იანვარს ახალ წელს კიდევ ერთხელ აშშ-ის მოსახლეობის ნაწილიც ეგებება.
ძველით ახალი წლის აღნიშვნის ტრადიცია დაკავშირებულია ორ კალენდარულ სისტემას შორის განსხვავებასთან. ერთია იულიუსის “ძველი სტილის” კალენდარი, მეორე კი გრიგორიანული ”ახალი სტილის” – რომლითაც ცხოვრობენ თანამედროვე ადამიანები.
საახალწლო რიტუალები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ერთმანეთისგან განსხვავდება, თუმცა ნებისმიერი მათგანის მიზანი ერთია: ტრადიციის თანახმად, მოზეიმეები დღესასწაულს ისე უნდა შეხვდნენ, რომ ახალმა წელიწადმა თითოეულ ოჯახს ბედნიერება, ჯანმრთელობა, ხვავი, ბარაქა, სიკეთე და სიხარული მოუტანოს.
კომენტარები