მთავარიახალი ამბებისლაიდი

საქართველოში 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა

საქართველოში 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა

ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის გამო 11 ოქტომბერი გლოვის დღდ გამოცხადდა.

ამ დროისთვის ბათუმში ნგრევის შედეგად გარდაცვლილი 6 ადამიანიდან 4 ერთი ოჯახის წევრია.

ნანგრევებში 5 ცხედარია ნაპოვნი, მათ შორის ორი 1 და 9 წლის ბავშვები არიან, რომელთა დედა ინგა მეკეიძე საავადმყოფოში გარდაიცვალა. დაღუპულთა შორის არის ბავშვების ბიძაც, რომელიც საქართველოში ცოტა ხნის წინ დაბრუნდა. ამ ოჯახიდან გადარჩა მამა და ერთი ბავშვი, რომელიც ნგრევის დროს მამას სკოლაში ჰყავდა წაყვანილი.

დაღუპლთა შორის არის კიდევ ერთი მამაკაცი და ასაკოვანი ქალი.

ამ დროისთვის საავადმყოფოში იმყოფება ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც მაშველებმა გვიან ღამით ამოიყვანეს.

შს მინისტრის თქმით, დაზუსტებით შეიძლება ითქვას, რომ ამ დროისთვის ნანგრევებში სამ ადამიანს ეძებენ, მათ შორის ერთი სავარაუდოდ, არასრულწლოვანია.

საქმეზე გამოძიების ფარგლებში 3 ადამიანია დაკავებული.

ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო 8 ოქტომბერს ჩამოინგრა.

კომენტარები