მთავარიახალი ამბებისლაიდი

საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს

საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს

26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.

ეროვნული საბჭოს დადგენილებით, 1918 წლის 26 მაისს საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა. რესპუბლიკის თავმჯდომარედ ნოე ჟორდანია აირჩიეს. 1918 წლის 26 მაისს მიიღეს “საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი“.

საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა.

საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.

1991 წლიდან 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.

საზეიმო თარიღთან დაკავშირებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაგეგმილია ღონისძიებები.

წელს დამოუკიდებლობის დღის მთავარი სლოგანია “თავისუფლების სიყვარულით”. ქუთაისი, ისევე როგორც საქართველოს სხვა ქალაქები, ამ დღეს ევროკავშირის სიმბოლიკის გარეშე ხვდება.

კომენტარები