მთავარიახალი ამბებისლაიდი

საჩხერე-ონის გზის ერთ-ერთ მონაკვეთზე კლდის მასა ჩამოიშალა

საჩხერე-ონის გზის ერთ-ერთ მონაკვეთზე კლდის მასა ჩამოიშალა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საჩხერე-ონის საავტომობილო გზის მე-12 კილომეტრზე (სოფელი უზუნთა) ჩამოიშალა მიწა-კლდის მასა.

აღნიშნულის გამო გზის ამ მონაკვეთზე, შესაბამისი გაწმენდითი ღონისძიებების გატარებამდე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალული იყო.

ამ დროისთვის საჩხერე-ონის საავტომობილო გზის მე-12 კილომეტრზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება აღდგენილია.

კომენტარები