მთავარიახალი ამბებისლაიდი

სახელმწიფო წყალტუბოში სანატორიუმ “იმერეთს” 3 124 500 ლარად ყიდის

სახელმწიფო წყალტუბოში სანატორიუმ “იმერეთს” 3 124 500 ლარად ყიდის

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო წყალტუბოში სანატორიუმ “იმერეთს” ყიდის.

41 150 კვ.მ ტერიტორიაზე აგებული 132 493 კვ.მ შენობა-ნაგებობას სახელმწიფო 3 124 500 ლარად ყიდის.

ყოფილი სანატორიუმი “იმერეთი“ 1961 წელს აშენდა.

2019 წელს, „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ და ექს-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, წყალტუბოში მდებარე 22 სასტუმროს და 9 აბანოს გამოისყიდის და კურორტის რეაბილიტაციას დაიწყებს.

განცხადებაში ყოფილმა პრემიერმა თქვა, რომ საბოლოო ჯამში, რეგიონში 15 000 – 20 000 ადამიანი დასაქმდება.

“სანატორიუმების რეაბილიტაცია, წყალტუბოში, მინიმუმ 8 ათას ადამიანს დაასაქმებს. მათი აღდგენის შედეგად, წელიწადში საშუალოდ ექვსასიდან რვაას ათასამდე ტურისტის მიღების შესაძლებლობა გვექნება, რომ არაფერი ვთქვათ იმ თანამდევ მცირე ბიზნესების განვითარებაზე, რაც მოყვება კურორტის აღდგენას.

წყალტუბოს განვითარება იქ მცხოვრები იძულებით გადაადგილებულ პირთა ინტეგრაციის გარეშე წარმოუდგენელია. გარდა ამისა, რომ უკვე დაწყებულია სამუშაოები სანატორიუმებში მცხოვრები ოჯახების შესაბამისი, ღირსეული საცხოვრებლით დასაკმაყოფილებლად, მათი ასევე გაუჩნდებათ დასაქმების ახალი წყარო და პერსპექტივა.

საბოლოო ჯამში, რეგიონში დასაქმდება 15 000 – 20 000 ადამიანი, რაც უპირობოდ გამოიწვევს მთელი იმერეთის მხარის მდგრად ეკონომიკურ განვითარებას და აღმავლობას.

და ბოლოს, რატომ გამიჩნდა სურვილი და მოთხოვნილება, ასე საჯაროდ და დეტალურად მესაუბრა წყალტუბოს განვითარების პროექტზე? პირველ რიგში იმიტომ, რომ ქართულ ბიზნესს პირადად ჩემგან მოესმინა, რას ვგეგმავ და როგორი ფორმით ვთავაზობ მათ თანამშრომლობას. იმავდროულად, ვიცი, ამ საქმესაც გამოუჩნდებიან მძაფრი ოპონენტები. სამწუხაროდ, თეთრის შავად და შენების ნგრევად გამოცხადება, ჩვენს ქვეყანაში ბევრს დღემდე ეფექტურად გამოსდის, ამიტომ საზოგადოების სწორი და დროული ინფორმირება აუცილებლად ჩავთვალე. დარწმუნებული ვარ, ინფორმირებული საზოგადოება სწორ დასკვნებს გამოიტანს“, – წერდა ბიძინა ივანიშვილი 2019 წელს.

კომენტარები