მთავარიახალი ამბებისლაიდი

სერგეი ვოლინა – მოგიწოდებთ, იბრძოლოთ მარიუპოლის გარნიზონისთვის!

სერგეი ვოლინა – მოგიწოდებთ, იბრძოლოთ მარიუპოლის გარნიზონისთვის!

უკრაინის შეიარაღებული ძალების 36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადის მეთაური სერგეი ვოლინა ყველას მოუწოდებს, მარიუპოლის გარნიზონისთვის იბრძოლონ.

“მე საზღვაო ქვეითი ვარ. სწორედ საზღვაო ქვეითებმა მასწავლეს უკრაინის ნამდვილი სიყვარული! გიყვარდეს გაბედულად და უშიშრად, გიყვარდეს იარაღით ხელში და უდიდესი საფრთხის მომენტებში, გიყვარდეს ფრთხილად, მამაცურად და უკომპრომისოდ! და სანამ გული მიცემს, მე ვიგრძნობ წმინდა, უპირობო სიყვარულს სამშობლოს მიმართ.

სამშობლო ისაა, სადაც შვილს უყვარს დედა, ძმას უყვარს და, მამას კი შვილი! ამ სიყვარულს საზღვარი არ აქვს!

საზღვაო ქვეითები ჩემი ოჯახია, ისინი უკრაინის დამცველები არიან, რომლებიც უყოყმანოდ წირავენ სიცოცხლეს სამშობლოსათვის. ისინი არიან ძმები, რომლებიც ყოველთვის თანაბრად იყოფენ ერთმანეთს რაც დარჩათ, რომლებიც ერთმანეთს დახმარების ხელს უწვდიან და რომლებზეც დაყრდნობა შეიძლება. იმიტომ, რომ ჩვენ ყველასათვის საერთო სიყვარული გვაქვს ჩვენი დედის – უკრაინის მიმართ!

ჩვენ ვიბრძვით…

თუ მსოფლიო ცივილიზაციას ჯერ კიდევ აქვს საერთო სულიერი ღირებულებები და იდეალები, თუ ადამიანებს შეუძლიათ იგრძნონ სხვისი ტკივილი და ტანჯვა, თუ დახმარების სიტყვები აიძულებს მათ მოქმედებას, მოგიწოდებთ, იბრძოლოთ მარიუპოლის გარნიზონისთვის!

მოვუწოდებ მთელ მსოფლიოს, მოვუწოდებ ყველას, დაგვეხმაროთ უკრაინელი სამხედროების გამოყვანის პროცედურის დაწყებაში!”, – წერს ვოლინა სოციალურ ქსელში.

 

კომენტარები