მთავარიახალი ამბებისლაიდი

“სირცხვილია! საშინლად მოუწესრიგებელია ბაგრატის ტაძრის ეზო, სადაც უამრავი ტურისტია”

“სირცხვილია! საშინლად მოუწესრიგებელია ბაგრატის ტაძრის ეზო, სადაც უამრავი ტურისტია”

ბაგრატის ტაძრის ეზო, სადაც უამრავი ტურისტია, მოუწესრიგებელია.

როგორც ქუთაისში მცხოვრები მარი კაცაძე სოციალურ ქსელში წერს, ტაძრის უკანა ეზო, სადაც ქვევრებია განთავსებული, ბალახით და ბუჩქებით არის დაფარული.

“ლოკაცია ბაგრატის ტაძარი! დღეს უცხოელ სტუმარს ვათვალიერებინებდი ბაგრატის ტაძარს. მინდოდა მეჩვენებინა უკანა ეზო, სადაც ქვევრებია განლაგებილი. შემრცხვა! ყველაფერი ბალახით და უზარმაზარი ბუჩქებით არის დაფარული. ქვევრები ნაწილობრივ ჩანს. იქვე გერმანელი ტურისტები ათვალიერებდნენ მიდამოს წავიდნენ ქვევრებისაკენ. რომ არ გაგვეფრთხილებინა, შეიძლება ვერც შეენიშნათ წყლით სავსე ქვევრები და ჩავარდნილიყვნენ. სირცხვილია! საშინლად მოუწესრიგებელია ბაგრატის ტაძრის ეზო, სადაც უამრავი ტურისტია”, – წერს მარი კაცაძე.

კომენტარები