მთავარიახალი ამბებისლაიდი

“სოლიდარობა დაკავებულ აქტივისტებს” – ქუთაისში აქცია ჩაინიშნა

“სოლიდარობა დაკავებულ აქტივისტებს” – ქუთაისში აქცია ჩაინიშნა

ქუთაისში საწვავის მაღალი ფასების გამო დაკავებული აქტივისტების სოლიდარობის აქცია დაიგეგმა. აქცია 17:00 საათზე, ქუთაისის “ტორპედოს” სტადიონთან გაიმართება.

“მეგობრებო, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, გიორგი ლოლაძეს და თამაზ გურგენიძეს გაუხანგრძლივეს დაკავების დრო 24 საათით. დღეს, 5 საათზე ვიკრიბებით ყველა ჩვენი მეგობრების მხარდასაჭერად ტორპედოს სტადიონის წინ. ყველას მოსვლა არის აუცილებელი, რათა ჩვენ მეგობრებს და მთელ ქალაქს დავანახოთ ერთმანეთის გვერდში დგომა. შეკრების დრო 17:00 გელოდებით ყველას”, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ქუთაისში საწვავზე ფასები ზრდის წინააღმდეგ აქცია გუშინ ჩატარა, რომლის დროსაც აქციის ორი მონაწილე დააკავეს.

კომენტარები