მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

უკრაინაში დაღუპული ქუთაისელი მებრძოლი მალხაზ კვიჟინაძე სამშობლოში ჩამოასვენეს

უკრაინაში დაღუპული ქუთაისელი მებრძოლი მალხაზ კვიჟინაძე სამშობლოში ჩამოასვენეს

უკრაინაში დაღუპული ქუთაისელი მებრძოლი მალხაზ კვიჟინაძე საქართველოში ჩამოასვენეს.

გამთენიისას, გარდაცვლილ ქუთაისელ მებრძოლთან ერთად, ასევე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოასვენეს უკრაინაში დაღუპული მეორე მებრძოლი ჯონი ოდიშვილიც.

მალხაზ კვიჟინაძე ლუგანსკის ოლქში დაიღუპა, ის აგვისტოს ომის მონაწილეა.

ასევე 2008 წლის ომის მონაწილე იყო ჯონი ოდიშვილი. არსებული ინფორმაციით, ოდიშვილი ბახმუტთან დაიჭრა, მას ჭურვის ნამსხვრევები თავის არეში მოხვდა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.

უკრაინაში რუსეთის აგრესიას ჯამში 47 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.

კომენტარები