მთავარიახალი ამბებისლაიდი

უკრაინაში დაღუპულ დავით გობეჯიშვილს ტყიბულში ხვალ დაკრძალავენ

უკრაინაში დაღუპულ დავით გობეჯიშვილს ტყიბულში ხვალ დაკრძალავენ

უკრაინაში გმირულად დაღუპულ 47 წლის დავით გობეჯიშვილს ხვალ საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ.

ოჯახი სამძიმარს ტყიბულში იღებს.

დავით გობეჯიშვილის ცხედარი ვარშავიდან სამშობლოში 31 მარტს, გამთენიას გადმოასვენეს. აეროპორტში ქართველი ჯარისკაცისთვის პატივის მისაგებად მისი ოჯახის წევრები, მეგობრები, რიგითი მოქალაქეები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები იყვნენ შეკრებილი.

გობეჯიშვილი ირპენში, სარაკეტო თავდასხმას ემსხვერპლა. ის მეოთხე ჯარისკაცია, რომელიც უკრაინაში რუსულ სამხედრო აგრესიას შეეწირა.

 

კომენტარები