მთავარიახალი ამბებისლაიდი

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს სამშობლოში ხვალ ჩამოასვენებენ

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს სამშობლოში ხვალ ჩამოასვენებენ

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს დავით გობეჯიშვილს სამშობლოში ხვალ გამთენიისას ჩამოასვენებენ.

ქართველი მეომრის ცხედარი თბილისის საერთაშორისო აერიპორტში გამთენიისას, 04:15 საათზე იქნება, საიდანაც მას ჯერ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში, შემდეგ კი ქაშვეთის ეკლესიაში გადაასვენებენ.

დაღუპული მებრძოლის ოჯახის თქმით, ხვალ საღამოს ცხედარს ტყიბულში ჩამოასვენებენ.

ქართველ მებრძოლს ტყიბულის საგვარაულო სასაფლაოზე კვირას დაკრძალავენ.

 

კომენტარები