მთავარიახალი ამბებისლაიდი

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა და ერთი კი, მძიმედ დაშავდა, – ინფორმაციას სოციალურ ქსელში უკრაინაში მებრძოლი ვანო ნადირაძე ავრცელებს.

მისი ცნობით, რუსი ოკუპანტების მხრიდან თავდასხმა რუბეჟნოეში, გაწმენდითი სამუშაოების დროს მოხდა.

უკრაინაში ამ დროისთვის უკვე 7 ქართველი მებრძოლია დაღუპული, მათ შორის ერთი – დავით მენაბდიშვილი დღეს დაკრძალეს, 21 წლის ნიკა შანავას კი ხვალ დაკრძალავენ. მარიუპოლში დაღუპული ბახვა ჩიქობავას გადმოსვენება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

კომენტარები