მთავარიახალი ამბებისლაიდი

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში, ქალაქ იზიუმთან შეტაკებებისას კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

რატი შურღაიამ რუსი ოკუპანტების მიერ კასეტური ბომბების ჩამოგდების შედეგად თავისა და გულ-მკერდის არეში მძიმე ჭრილობები მიიღო.

რატი შურღაიას უკრაინელი მეუღლე ჰყავს. ის ომის დაწყების პირველივე დღიდან წინა ხაზზე იბრძოდა. ოჯახის წევრებს უკრაინულმა მხარემ მომხდარის შესახებ უკვე აცნობა.

უკრაინაში, რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ასობით ქართველი იბრძვის. ოკუპანტებთან ბრძოლას უკვე 10-ზე მეტი ქართველი მებრძოლი შეეწირა.

კომენტარები