მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

უკრაინაში პუტინის ომს ქუთაისელი მალხაზ კვიჟინაძის სიცოცხლე შეეწირა

უკრაინაში პუტინის ომს ქუთაისელი მალხაზ კვიჟინაძის სიცოცხლე შეეწირა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

ქუთაისელი მალხაზ კვიჟინაძე რუსეთის აგრესიას ემსხვერპლა.

“დამეღუპა ჩემი მახო, ჩემი პატრიოტი ძმა. ლისიჩანსკის მიმართულებაზე, დიდება შენ მებრძოლ სულს ძმაო, მალხაზ კვიჟინაძე, დიდება გმირებს”, – წერს მეგობარი ზაალ ლატარია.

კვიჟინაძესთან ერთად გუშინ კიდევ ერთი ქართველი ჯონი ოდიშვილი დაიღუპა.

ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში რუსეთის აგრესიას 47 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.

კომენტარები