მთავარიახალი ამბებისლაიდი

უკრაინის მოქალაქეების დასახმარებლად ქუთაისში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება

უკრაინის მოქალაქეების დასახმარებლად ქუთაისში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება

უკრაინის მოქალაქეების დასახმარებლად ქუთაისში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება.

უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო ქალაქ ქუთაისში უკრაინელი ბავშვების და მათი ოჯახების დასახმარებლად რიგითი ქუთაისელები და სხვადასხვა ბიზნეს კომპანიები ერთიანდებიან.

როგორც ღონისძიების ორგანიზატორები აღნიშნავენ, ინიციატივაში ჩართული ყველა პირი სრულიად უსასყიდლოდ ემსახურება ამ ქველმოქმედებას, მათ შორის მუსიკოსები, ორგანიზატორები, ტექნიკური მხარდაჭერა და საკონცერტო სივრცის ადმინისტრაცია.

საქველმოქმედო ღონისძიებიდან შემოსული თანხა, მათ შორის, ადგილზე გაყიდული პროდუქციის თანხა სრულად გადაეცემა ქალაქ ქუთაისში მყოფ უკრაინელ ოჯახებს.

საქველმოქმედო კონცერტი 17 აპრილს, 18:00 საათზე ქუთაისში, რესტორან “პალადიუმში” გაიმართება.

ბილეთის ფასია 30 ლარი.

 

 

კომენტარები