მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქალთა ფონდმა “სოხუმმა” აქცია “სოხუმური ყავა ქუთაისის ბულვარში” გამართა

ქალთა ფონდმა “სოხუმმა” აქცია “სოხუმური ყავა ქუთაისის ბულვარში” გამართა

დევნილთა/ლტილვილთა საერთაშორისო დღე ქალთა ფონდმა “სოხუმმა” ბულვარში სოხუმური ყავის არომატით აღნიშნა, რაც უკვე მესამე წელია, ქუთაისის ტრადიციაა.

ფონდში არსებული დღის სარეაბილიტაციო ცენტრის ბენეფიციარების მიერ მოეწყო სამახსოვრო სუვენირების, პოლიმერული თიხის ნაკეთობების გამოფენა, ჩატარდა მასტერკლასი.

სტუმრებმა ქვიშაზე მოდუღებულ ყავასთან ერთად, დააგემოვნეს ბენეფიციარების მიერ მომზადებული ორცხობილები აფხაზეთის თემატიკის მოხატული მინანქრით.

აქციაზე ქალთა ფონდ “სოხუმის“ თავმჯდომარე ალლა გამახარიამ, განსაკუთრებული მეგობრობისა და პარტნიორობისთვის, მადლობის სერტიფიკატები გადასცა: კახა ენუქიძეს – ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერს; შალვა კირთაძეს – აკ.წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს; ქეთევან ცხაკაიას – იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირ „სპექტრის“ ხელმძღვანელს; ნოდარ გიორგიძეს – ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს; ლადო ჯურხაძეს – ხონის მუნიციპალიტეტის მერს;  ალუ გამახარიას – ასოციაცია “საქმიანი და მშვიდობიანი კავკასიას“ დამფუძნებელს; ფაქიზო ფანჩულიძეს – წყალტუბოს #1 საჯარო სკოლის  დირექტორს; მაია ნუცუბიძე-ქობულიას –  წყალტუბოს #4 საჯარო სკოლის დირექტორს; ელისო ფანცხავას – აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორს, ასოცირებულ პროფესორს, მთარგმნელს.

გაიმართა ქუთაისის ახალგზრდული ცენტრის სამხატვრო სკოლის პლენერი “ფერადი გზავნილები აფხაზეთს“, რომელზეც ნორჩმა მხატვრებმა ადგილზე შექმნეს კომპოზიციები.

მიუხედავად უამინდობისა, შთამბეჭდავი ლიტერატურული, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ინსცენირებები წარმოადგინეს

წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიის, აფხაზეთის #5 და #6 სკოლების მოსწავლეებმა.

აქცია “სოხუმური ყავა ქუთაისის ბულვარში” ქალთა ფონდმა “სოხუმმა“ ფოტო ისტორიის და გაწეული საქმიანობის საილუსტრაციო პოსტერების ფონზე წარმოადგინა.

კომენტარები