მთავარიახალი ამბებიიმერეთი

“ქართველ ხალხს თავისუფლებისთვის ბრძოლაში არანაირი ორგანიზება არ სჭირდება”

“ქართველ ხალხს თავისუფლებისთვის ბრძოლაში არანაირი ორგანიზება არ სჭირდება”

ეს აქცია არის იმდენად გულწრფელი, რომ ხელისუფლებას არანაირი დისკრედიტაცია არ გამოუვა, – ასე გამოეხმაურა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” იმერეთის რეგიონალური საბჭოს თავმჯდომარე თემურ ცამციშვილი ხელისუფლების ბრალდებას, რომ აქციების უკან ოპოზიცია, კერძოდ კი “ნაციონალური მოძრაობა“ დგას.

მისივე განმარტებით, ეს გულწრფელი პროტესტი მთელი ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდება.

“ქართველ ხალხს თავისუფლებისთვის ბრძოლაში არანაირი ორგანიზება არ სჭირდება. ამას ისტორიული გამოცდილებაც გვეუბნება. ეს აქცია არის იმდენად გულწრფელი, რომ დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი მცდელობა დისკრედიტირების ამ პროცესების ხელისუფლებას ჩაუვარდება და ეს გულწრფელი პროტესტი მთელი ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდება“, – განაცხადა თემურ ცამციშვილმა.

კომენტარები