მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

“ქართულმა ოცნებამ” რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

“ქართულმა ოცნებამ” რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

“ქართულმა ოცნებამ” რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.

ხმაურისა და საზოგადოების მასშტაბური პროტესტის ფონზე, დასავლელი პარტნიორების მოწოდებების მიუხედავად, საპარლამენტო უმრავლესობამ კრემლის ინტერესების გამტარებელი კანონი დაამტკიცა.

პროცედურულად, კანონი ახლა საქართველოს პრეზიდენტს გადაეგზავნება.  თუ სალომე ზურაბიშვილი 5 დღის ვადაში ხელს არ მოაწერს მას, დოკუმენტი ისევ პარლამენტში დაბრუნდება და უკვე პარლამენტის თავმჯდომარის ხელმოწერით შევა ძალაში.

ქართულმა ოცნებამ რუსული კანონი, რომელსაც თავად “გამჭვირვალობის” მოტივით ხსნიან, განხილვაში 3 აპრილს დააბრუნა. ამავე კანონის ჩაგდებიდან 1 წლის შემდეგ, ივანიშვილის პოლიტიკურმა კლანმა საზოგადოება ისევ მოატყუა და დაპირების მიუხედავად, რომ კანონპროექტს აღარ დაუბრუნდებოდა, ის მაინც დააინიიცირა.

“ოცნებამ” 17 აპრილს რუსულ კანონს პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი, 1 მაისს, მეორე მოსმენით მიიღო, ხოლო 14 მაისს მესამე მოსმენით დაამტკიცა.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კანონს ვეტო 18 მაისს დაადო.

კომენტარები