მთავარიახალი ამბებისლაიდი

“ქარის ჩადგომისთანავე აღიმართება”- ქუთაისში დროშა ქარის გამო დაუშვეს

“ქარის ჩადგომისთანავე აღიმართება”- ქუთაისში დროშა ქარის გამო დაუშვეს

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე ადგილობრივმა ხელისუფლებამ დროშა ქარის გამო დაუშვა.

ქალაქის ერთ- ერთ შემოსასვლელში, 47-მეტრიანი დროშის სადგარიდან ეროვნული სიმბოლიკის დაშვება სავარაუდოდ, წარსულის გამოცდილებიდან გადაწყვიტეს, რადგან იყო შემთხვევები, როცა დროშა ქარს მიჰქონდა ან აზიანებდა.

“ძლიერი ქარის გამო, ქუთაისის ერთ-ერთ შემოსასვლელში, ნიკეას ქუჩაზე აღმართული საქართველოს დროშა, უსაფრთხოების მიზნით, დროებით დაეშვა. ეროვნული სიმბოლიკა ქარის ჩადგომისთანავე აღიმართება”, – აღნიშნულია “ქუთგანათების სერვისების” განცხადებაში.

ქუთაისში ეროვნული სიმბოლიკის აღმართვა ხუთჯერ, სხვადასხვა მიზეზით ჩაიშალა. ჯერ, მერიამ ტენდერი ისე გამოაცხადა, რომ ნიადაგი, სადაც დროშის დგარი უნდა მოწყობილიყო, არ შეუსწავლია, სხვა ტენდერები კი ან შეწყდა, ან შერჩეულმა კომპანიამ სამუშაოების შესრულებაზე ბოლო მომენტში თქვა უარი. მეექვსე მცდელობაზე, ტენდერში შპს “ნიუ იბერიამ” გაიმარჯვა, რომელსაც დროშის მოსაწყობად ბიუჯეტიდან 49 959 ლარი გადაეცა.

კომენტარები