მთავარიახალი ამბებისლაიდი

ქუთაისელმა მთამსვლელებმა სოფელ კაპნისთავში კანიონს სოფო ბობოხიძის სახელი დაარქვეს

ქუთაისელმა მთამსვლელებმა სოფელ კაპნისთავში კანიონს სოფო ბობოხიძის სახელი დაარქვეს

აჭარაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპნისთავში, ქუთაისლემა მთამსვლელებმა კანიონს გარდაცვლილი ოპერატორის სოფო ბობოხიძის სახელი დაარქვეს.

კანიონი გასულ წელს სოფო ბობოხიძის დაბადების დღეზე არჩილ გეგენავამ, ირაკლი ჯულაყიძემ და გიორგი ენუქიძემ, აჭარელ კანიონისტებთან ერთად გაიარეს. კანიონს სახელი “სოფო” გიორგი ენუქიძემ უწოდა.

ჯგუფს, რომელიც პირველად გაივლის კანიონს, ან პირველი ავა მწვერვალზე, ან პირველი ნახავს მღვიმეს, სახელის დარქმევის უფლება აქვს.

გასულ კვირას ეს კანიონი ოფიციალურად შევიდა აჭარის ტურისტული მარშუტების ნუსხაში და კანიონინგ ჯეორჯიას ერთ-ერთი ახალი მარშრუტი იქნება.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორი სოფო ბობოხიძე ქუთაისში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი 2016 წელს იპოვეს.

კომენტარები