მთავარიახალი ამბებიიმერეთი

“არ გვინდა წასვლა, მაგრამ ჩვენ არავინ გვეკითხება” – ქუთაისიდან პოლიციელებს თბილისში წასაყვანად ამზადებენ

“არ გვინდა წასვლა, მაგრამ ჩვენ არავინ გვეკითხება” – ქუთაისიდან პოლიციელებს თბილისში წასაყვანად ამზადებენ

ქუთაისიდან პოლიციელებს თბილისში წასაყვანად ამზადებენ.

სამართალდამცველები დედაქალაქში დილით უნდა წაეყვანათ, თუმცა შემდეგ დირექტივა მიიღეს, რომ ამ ეტაპზე აღარ მიჰყავთ, მაგრამ მზად ყოფნაში და გამოძახების მოლოდინში იყვნენ.

“ინფო იმერეთს” წყარო უყვება, რომ დედაქალაქში წასვლისთვის  ქუთაისის სხვადასხვა განყოფილება დილიდან მზადყოფნაში იყო,  ადგილზე კი მხოლოდ საპენსიო ასაკს მიღწეულ კაც პოლიციელებსა და ქალ სამართალდამცველებს ტოვებდნენ.

“ღამით დარეკეს თბილისიდან რომ დილიდან თქვენ უნდა ჩამოხვიდეთო, გავემზადეთ, მაგრამ ჯერჯერობით არ მივყავართ. თუ ამ საღამოს 6 საათამდე არ წაგვიყვანენ, მერე ალბათ, 14-ში მოხდება ჩვენი წაყვანა, როცა მესამე მოსმენით იღებენ ამ კანონს. არ გვინდა წასვლა, მაგრამ ჩვენ ვინ გვეკითხება?”, – უთხრა პოლიციელმა “ინფო იმერეთს”.

კომენტარები