მთავარიახალი ამბებისლაიდი

ქუთაისის აეროპორტიდან ყაზახეთის მიმართულებით ფრენები კვლავ შეჩერებულია

ქუთაისის აეროპორტიდან ყაზახეთის მიმართულებით ფრენები კვლავ შეჩერებულია

ქუთაისის აეროპორტიდან ყაზახეთის მიმართულებით ფრენები კვლავ შეჩერებულია. ამ დრომდე ვერ შესრულდა რეისი ატირაუს მიმართულებით.

მგზავრები აეროპორტში იმყოფებიან, მათი თქმით, არ იციან, როდის განხორციელდება ფრენა და ვერც ყაზახეთში ახერხებენ ახლობლებთან კომუნიკაციას.

“მე აქტიუში მივდივარ, როგორც ვიცი, ჩემს ქალაქში სიმშვიდეა. დემონსტრანტების მოთხოვნები შესრულებულია, თხევად აირზე ფასები უკვე დაწიეს. იმედია, ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა. დაბრუნება რა თქმა უნდა, არ მეშინია, იქ ოჯახი, შვილები და შვილიშვილები მელოდებიან”, – აცხადებს ერთ-ერთი მგზავრი.

ყაზახეთის მიმართულებით ფრენა ქუთაისის აეროპორტიდან არც გუშინ განხორციელდა.

 

კომენტარები