მთავარიახალი ამბებისლაიდი

ქუთაისის აეროპორტში ხმაურია – მგზავრები ბარსელონას რეისის გაუქმებაზე პასუხს ითხოვენ

ქუთაისის აეროპორტში ხმაურია – მგზავრები ბარსელონას რეისის გაუქმებაზე პასუხს ითხოვენ

ხმაურია ამ წუთებში ქუთაისის აეროპორტში. მგზავრები ბარსელონაში 06:00 საათზე უნდა გაფრენილიყვნენ, თუმცა ბორტზე მყოფი პირები თვითმფრინავიდან ჩამოიყვანეს, რეისი კი ამ დრომდე არ შესრულებულა.

„ბარსელონაში მივდიოდით, კონკრეტულ პასუხს ვერ გვეუბნებიან, თვითმფრინავიდან პირუტყვივით ჩამოგვყარეს, ამ წუთამდე არ ვიცით, რა მიზეზით ვერ შესრულდა რეისი. ბავშვებს სკამებზე ძინავთ. დახოცილები ვართ ნერვიულობით, ჭიქა წყალიც კი არავის მოუწოდებია“, – ამბობს ერთ-ერთი მგზავრი.

მგზავრები აეროპორტის შიდა ტერიტორიაზე იმყოფებიან და კონკრეტულ პასუხს ითხოვენ, როდის შეძლებენ დანიშნულების ადგილზე ჩასვლას.

კომენტარები