მთავარიახალი ამბებისპორტი

ქუთაისის “აია არენაზე” 7-კაცა რაგბიში 15-წლამდელთა საქართველოს ჩემპიონატი გაიმართება

ქუთაისის “აია არენაზე” 7-კაცა რაგბიში 15-წლამდელთა საქართველოს ჩემპიონატი გაიმართება

ქუთაისის “აია არენაზე”, 9 ივნისს, 7-კაცა რაგბიში  15-წლამდელთა საქართველოს ჩემპიონატი გაიმართება.

ჩემპიონატი 11:00 საათზე დაიწყება და 18:00 საათამდე გაგრძელდება.

საქართველოს 15-წლამდელთა ჩემპიონატში  16 საუკეთესო და გამორჩეული კლუბი მონაწილეობს, რომელიც 4 ჯგუფშია განაწილებული.

7-კაცა რაგბი ოლიმპიური სახეობაა, რომელიც რაგბის განუყოფელი ნაწილია.

7-კაცა რაგბის სტანდარტულ სარაგბო მოედანზე, თითქმის იდენტური წესებით თამაშობენ. მთავარი განსხვავება მოთამაშეთა რაოდენობასა და მატჩის ხანგრძლივობაშია. გუნდი 4 მცველისა და 3 თავდამსხმელისგან შედგება,.
2000 წელს საქართველოს 7-კაცა ნაკრები პირველად გავიდა მსოფლიო თასზე და 24 გუნდს შორის დაიკავა მე-10 ადგილი.

2016 წლიდან 7-კაცა რაგბი ოლიმპიური სახეობა გახდა.

კომენტარები