მთავარიახალი ამბებისლაიდი

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტები ონლაინსწავლების წლის ბოლომდე შენარჩუნებას მოითხოვენ

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტები ონლაინსწავლების წლის ბოლომდე შენარჩუნებას მოითხოვენ

ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

პროტესტის მონაწილეები მოითხოვენ, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ონლაინსწავლება და გამოცდების ჩაბარება სასწავლო წლის ბოლომდე შენარჩუნდეს.

აქციაზე მყოფების თქმით, ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის და ბინის ქირის რეკორდული ზრდის გათვალისწინებით, სტუდენტები რეგიონებიდან თვენახევრის გამო, ქუთაისში ბინის დაქირავებას ვერ მოახერხებენ.

აქციას უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში პასუხობენ და აცხადებენ, რომ სწავლა ჰიბრიდულად გაგრძელდება, თუმცა გამოცდების ჩაბარება ფიზიკურ რეჟიმში უნდა მოხდეს.

კომენტარები