ქუთაისის ახალი #2 სამშობიარო სახლი იმერეთში მცხოვრებ ახალშეუღლებულ წყვილებს 250-ლარიან სასაჩუქრე ვაუჩერს სთავაზობს.
ქვეყანაში შექმნილი დემოგრაფიული პრობლემიდან გამომდინარე, სამშობიარო სახლის ადმინისტრაციამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ ახლად დაქორწინებულ ქალს გადასცეს 250-ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი, რომლითაც ის შეძლებს მიიღოს შემდეგი სახის სერვისები: მეან-გინეკოლოგიური კონსულტაცია; ენდოკრინოლოგის კონსულტაცია; ექოსკოპია; ბაქტერიოლოგიური ნაცხი; სპერმოგრამა; TSH (ფარისებრი ჯირკვლის კვლევა).
სასაჩუქრე ვაუჩერის მისაღებად წყვილი უნდა გამოცხადდეს ქუთაისში, ლორთქიფანიძის ქუჩა #13-ში.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ: 557 39 55 77
კომენტარები